15-16 მარტს - ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის (TWINNING) ფარგლებში საქართველოს სადაზღვევო ბაზრის წარმომადგენლებთან და საკითხში დაინტერესებული სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართა
საქართველოში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის (TWINNING) - „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერება“ პროექტის ფარგლებში, რომელიც ეხება საქართველოს სადაზღვევო სისტემის Solvency II სტანდარტებზე გადასვლას სამსახურს 2 კვირით ესტუმრნენ პროექტის პარტნიორი ქვეყნის ესპანეთის სამეფოს ანალოგიური სამსახურის - ეკონომიკისა და ბიზნესის სამინისტროს ქვეშ მყოფი „დაზღვევისა და საპენსიო ფონდების გენერალური დირექტორატის“ ექსპერტები.
უცხოელი ექსპერტების მიერ გაიმართა შეხვედრები, სადაც მიმოხილულ იქნა გადახდისუნარიანობა II ევროპული მიდგომები და ფოკუსირება მოხდა სადაზღვევო კომპანიათა მმართველობით სისტემაზე. შეხვედრას სამსახურის გარდა დაესწრნენ საქართველოს სადაზღვევო ბაზრის წარმომადგენლები და საკითხში დაინტერესებული სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები.
შეხვედრა წარიმართა ქვეყანაში კოვიდ უსაფრთხოებით დადგენილი წესების დაცვით და ყველა შეზღუდვის გათვალისწინებით!