სიახლეები

მთავარი > სიახლეები
11.03.2021

11 მარტს - საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) პროექტის ფარგლებში სამსახურს ესტუმრნენ პარტნიორი ქვეყნის, ესპანეთის სამეფოს ანალოგიური სამსახურის - ეკონომიკისა და ბიზნესის სამინისტროს ქვეშ მყოფი „დაზღვევისა და საპენსიო ფონდების გენერალური დირექტორატის“ ექსპერტები.

11 მარტს, ორი კვირით სამსახურში მიმდინარე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების ორწლიანი პროექტის (TWINNING) - „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერება“ ფარგლებში სამსახურს ესტუმრნენ პროექტის პარტნიორი ქვეყნის ესპანეთის სამეფოს ანალოგიური სამსახურის - ეკონომიკისა და ბიზნესის სამინისტროს ქვეშ მყოფი „დაზღვევისა და საპენსიო ფონდების გენერალური დირექტორატის“ ექსპერტები. აღსანიშნავია, რომ კოვიდ პანდემიით გამოწვეული სირთულეებიდან გამომდინარე, პროექტი თითქმის ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა დისტანციურ რეჟიმში.

 პროექტის მიზანია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული დაზღვევის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება და ითვალისწინებს „დაზღვევისა და გადაზღვევის საქმიანობის დაწყებისა და ფუნქციონირების შესახებ“ (SOLVENCY II) ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 2009 წლის 25 ნოემბრის 2009/138/EC დირექტივასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციას.

 აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია, როგორც სამსახურის თანამშრომლებთან ასევე, სადაზღვევო ინდუსტრიასთან და დაინტერესებულ მხარეებთან პირისპირ შეხვედრები. იგი მოიცავს ახალი საკანონმდებლო/სარეგულაციო ჩარჩოზე გადახდისუანრიანობა 2-ის სტანდარტის შესაბამისად სამუშაო შეხვედრებს და ინსტიტუციური და ადამიანური რესურსების შესაძლებლობების გაძლიერებაზე ტრეინინგებს.

 ასევე, პარტნიორი ქვეყნის მოთხოვნით სამსახურის უფროსთან და პროექტის ექსპერტებთან ერთობლივად ჩაწერილ იქნა პროექტის მიმდინარეობის თაობაზე ინტერვიუ, რომელიც გადმოცემულ იქნება ესპანეთის ერთერთი წამყვანი ტელეარხის მიერ.

 სამსახურში მიმდინარე ყველა ღონისძიება მიმდინარეობს კოვიდ უსაფრთხოების ნორმების დაცვით.