სიახლეები

მთავარი > სიახლეები
03.05.2023

დავით ონოფრიშვილი საერთაშორისო აკადემიაში „ლოგოსი”

2 მაისს საქართველოში დაზღვევის დღე აღინიშნება, რაც დაზღვევის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. დაზღვევის კვირეულის ფარგლებში საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი საერთაშორისო აკადემია ლოგოსი“ ეწვია და მოსწავლეებს  დაზღვევის მნიშვნელობაზე, საქართველოში დაზღვევის განვითარების ისტორიასა და ქვეყანაში არსებულ სხვადასხვა სადაზღვევო პროდუქტებზე ესაუბრა. დავით ონოფრიშვილმა მოსწავლეებს გადასცა, ფინანსური განათლების ხელშეწყობის ფარგლებში, სამსახურის მიერ დაზღვევის თემაზე მომზადებული შემეცნებითი სამაგიდო თამაშები, კალენდრები, კროსვორდები და ბროშურა, დაზღვევაზე გავრცელებული რამდენიმე მითისა და რეალობის შესახებ.

შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებს საშუალება მიეცათ დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები სამსახურის უფროსისთვის, დისკუსია აქტიურად და საინტერესოდ წარიმართა.

უცხოური საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, ფინანსური განათლების მიღება რაც შეიძლება ადრეული, სასკოლო ასაკიდან არის სასურველი, რათა უკვე  ზრდასრულ ასაკში ადამიანებს ქონდეთ შესაბამისი ცოდნა და უნარები, რათა სათანადოდ დაგეგმონ თავიანთი ბიუჯეტი, სწორად დაზოგონ და მართონ ფინანსები.