სიახლეები

მთავარი > სიახლეები
23.03.2023

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დელეგაცია ევროპის სადაზღვევო და პროფესიული საპენსიო ზედამხედველობის უწყებაში

გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში, ევროპის სადაზღვევო და პროფესიული საპენსიო ზედამხედველობის უწყების (EIOPA) ეგიდით, 21-22 მარტს გაიმართააღმოსავლეთ თანამშრომლობის კონფერენცია“, რომელშიც სპიკერად მიწვეული იყო დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი. კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ სამსახურის უფროსის მრჩეველი გიორგი შენგელია და სადაზღვევო ნორმატივებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი თამარ შენგელია.

ღინისძება მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ევროკავშირის ეკონომიკური ზონის ქვეყნების თანამშრომლობის გაძლიერებას აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ ბალკანეთის არა ევროკავშირის ეკონომიკური ზონის ქვეყნების უწყებებთან, რომლებსაც სურვილი აქვთ თვიანთ იურისდიქციებში დანერგონ ევროკავშირის კანონმდებლობა და სტანდარტები. კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საზედამხედველო გამოცდილების და ინფორმაციის გაზიარებას ამ ქვეყნების საზედამხედველო ორგანოებს შორის.

დავით ონოფრიშვილი, როგორც მიწვეული სპიკერი, სიტყვით გამოვიდა პანელზე „ახალი რისკები და ძირითადი საზედამხედველო საკითხები რეგიონში“. გამოსვლა შეეხო რეგიონში არსებულ მაკრო-ეკონომიკურ სიტუაციას, საზედამხედველო გამოწვევებს, ავტომობილის მფლობელის პასუხისმგებლობის დაზღვევის კანონპროექტს და სიცოცხლის დაზღვევასთან დაკავშირებული სადაზღვევო პროდუქტებისა და გაყიდვების არხების განვითარებას. აღნიშნული საკითხები მნიშვნელოვანია შემდგომი დისკუსიებისთვის სადაზღვევო კომპანიების სამომავლო რისკებთან დაკავშირებით და მათ ზეგავლენაზე საზედამხედველო საქმიანობაზე.

EIOPA ევროკავშირის ფარგლებში ახორციელებს დაზღვევისა და პროფესიული პენსიების ზედამხედველობას. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ სამსახურს მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა მათ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას და გაცნობოდა საერთაშორისო გამოცდილებას სხვადასხვა აქტუალურ საკთხებთან დაკავშირებით, რაც შემდგომში მნიშვნელოვნად წაადგება შესაბამისი მიმართულებების განვითარებისთვის გასაწევ სამუშაოებს.

დავით ონოფრიშვილმა კონფერენციის ფარგლებში გამართა შეხვედრა ევროპის სადაზღვევო და პროფესიული საპენსიო ზედამხედველობის უწყების (EIOPA) ხელმძღვანელთან პეტრა ჰიელკემასთან. ასევე, გაიმართა ორმხრივი შეხვედრები კოლეგებთან - ავსტრიის, სლოვენიის, ხორვატიის და ჩრდილო მაკედონიის დაზღვევის ზედამხედველების სამსახურების ხელმძღვანელებთან.