სიახლეები

მთავარი > სიახლეები
14.03.2023

მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო კვირეული - დისკუსია გადაცემაში - „ბიზნეს სტანდარტი“

მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მომხმარებლის უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების სამმართველოს უფროსმა მარიამ კოშორიძემ და სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის პროექტების მენეჯერმა რუსუდან ლეშკაშელმა მონაწილეობა მიიღეს დაზღვევის განათლების ჰაბის დამფუძნებლის ნინო ნიავაძის საავატორო გადაცემაში - „ბიზნეს სტანდარტი“.

გადაცემაში საუბარი შეეხო მომხმარებლის უფლებების დაცვის მნიშვნელობას. დისკუსიის მონაწილეება ასევე, ყურადღება გაამახვილეს ამ კუთხით ცნობიერების ამაღლებისა და საქართველოში მომხმარებლის უფლებების დაცვის ხარისხის გაძლიერების მნიშვნელობაზე.

იხილეთ გადაცემა:

https://www.youtube.com/watch?v=0rccWsec2oM