სიახლეები

მთავარი > სიახლეები
29.04.2025

შეხვედრა ქუთაისის №41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური დაზღვევის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ქუთაისის რეგიონში შეხვედრებს მართავს. 29 აპრილს სამსახურის წარმომადგენლები ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს ესტუმრნენ. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებს სკოლის დირექტორმა, გენადი მარგველაშვილმა უმასპინძლა.

საგანმანათლებლო შეხვედრის ფარგლებში, მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია მომხმარებლისთვის დაზღვევის მნიშვნელობისა და აქტუარის პროფესიის შესახებ, რაც სამომავლოდ შესაძლოა, მათი დაინტერესების საგანი გახდეს.

შეხვედრაზე საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის აქტუარმა და აქტუარებისა და ფინანსური ანალიტიკოსების ასოციაციის პრეზიდენტმა, ანა ხარატიშვილმა პრეზენტაცია მოაწყო დაზღვევის ისტორიისა და არსის, დაზღვევაში აქტუარის როლისა და დაზღვევის ტიპების შესახებ. მოსწავლეებმა ასევე, დეტალური ინფორმაცია მიიღეს ისეთ საკითხებზე, როგორიც არის: დაზღვევის იდეა, აქტუარის პროფესიის ჩამოყალიბება, ვინ არიან აქტუარები, რატომ უნდა აირჩიო აქტუარის პროფესია.

მათ ასევე, შეიტყვეს აქტუარების საერთაშორისო ასოციაციის და აქტუარებისა და ფინანსური ანალიტიკოსების ასოციაციის და მათი წევრებისა და საგანმანათლებლო საქმიანობის შესახებ.

შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რა დროსაც მოსწავლეებმა ყველა მათთვის საინტერესო კითხვაზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

1997 წლის 2 მაისს ხელი მოეწერადაზღვევის შესახებ” პირველ კანონს, ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინიციატივით, სადაზღვევო სექტორის უშუალო ჩართულობითა და საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის მხარდაჭერით. დაზღვევის დღე საქართველოში 2022 წლის 2 მაისს პირველად აღინიშნა.