სიახლეები

მთავარი > სიახლეები
16.06.2022

დავით ონოფრიშვილი ხორვატიაში ყოველწლიურ გლობალურ სემინარში მონაწილეობს

13-17 ივნისს, ხორვატიის რესპუბლიკის ქალაქ დუბროვნიკში დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის და ხორვატიის ფინანსური სექტორის ზედამხედველობის სამსახურის ორგანიზებით მიმდინარეობს ასოციაციის კომიტეტის და გლობალური სემინარის ყოველწლიური შეხვედრები, სადაც მონაწილეობს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი. შეხვედრას ესწრება ასოციაციაში გაწევრიანებული 100-ზე მეტი ფინანსური სექტორის საზედამხედველო უწყების ხელმძღვანელი. 

სამსახური გაწევრიანებულია დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციაში (IAIS - International Association of Insurance Supervisors, შემდგომში ასოციაცია). იგი წარმოადგენს დაზღვევის საზედამხედველო სტანდარტების დანერგვის ორგანოს (დაზღვევის ძირითადი პრინციპები (ICPs)), რომელთანაც საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების თანახმად, საქართველოს სადაზღვევო სისტემა/კანონმდებლობა ეტაპობრივად უნდა მოვიდეს შესაბამისობაში.

წლევანდელი შეხვედრის თემატიკას წარმოადგენს სოციალური გამოწვევები და ინკლუზიური სადაზღვევო სექტორის საშუალებით ეკონომიკის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა ფინანსური ჩართულობა, კლიმატური რისკები, კიბერ უსაფრთხოება სადაზღვევო სექტორში, სადაზღვევო სექტორის მთავარი საზედამხედველო საკითხების განხილვა და ახალი მიდგომები.

აქვე აღსანიშნავია, რომ სამსახურის უფროსი, დავით ონოფრიშვილი 2019 წლიდან არის  ასოციაციის შეფასებისა და იმპლემენტაციის კომიტეტის (IAC - Assessment and Implementation Committee) წევრი, რომლის მორიგი სხდომაც გაიმართა 14 ივნისს მიმდინარე გლობალური სემინარის ფარგლებში.