სიახლეები

მთავარი > სიახლეები
10.03.2023

დავით ონოფრიშვილი შვეიცარიის კონფედერაციის ქალაქ ბაზელში დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის შეფასებისა და იმპლემენტაციის კომიტეტის სხდომას დაესწრო

7 მარტს, შვეიცარიის კონფედერაციის ქალაქ ბაზელში, დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის (IAIS – International Association of Insurance Supervisors) შეფასებისა და იმპლემენტაციის კომიტეტის (IAC – Assessment and Implementation Committee) მორიგი სხდომა გაიმართა.

კომიტეტის სხდომაში მონაწილეობა მიიღო სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა, რომელიც 2019 წლიდან არჩეულია ამ კომიტეტის წევრად. აღსანიშნავია, რომ კომიტეტის შეხვედრებზე დასწრება და მასში მონაწილეობა მისი წევრებისთვის სავალდებულოა.  

შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენდა საერთაშორისო საზედამხედველო სტანდარტების განხილვა, ამასთან მსოფლიოს სადაზღვევო ზედამხედველებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერება, ასევე, აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ჰოლისტიკური ჩარჩოს დანერგვის პროგრესი და ის კითხვარები, რომლითაც წინა წელს შეფასდა ასოციაციის წევრი ქვეყნის იურისდიქციების ზედამხედველობა, მათ შორის საქართველოსიც. შეხვედრაზე განხილულ იქნა რისკზე დაფუძნებულ ზედამხედველობაზე გადასვლის სახელმძღვანელოს შემუშავების საკითხი, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განვითარებადი ბაზრის და განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებისთვის.

შეგახსენებთ, რომ ასოციაცია წარმოადგენს დაზღვევის საზედამხედველო სტანდარტების დანერგვის ორგანოს (დაზღვევის ძირითადი პრინციპები (ICPs)), რომელთანაც საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების თანახმად, საქართველოს სადაზღვევო სისტემა/კანონმდებლობა ეტაპობრივად უნდა მოვიდეს შესაბამისობაში.