სიახლეები

მთავარი > სიახლეები
31.03.2022

„კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოება სადაზღვევო სექტორში“ - სამუშაო შეხვედრა

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინიციატვით 31 მარტს, სასტუმროში „ ქორთიარდ მარიოტი“  სამუშაო შეხვედრა გაიმართა, თემაზე - „კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოება სადაზღვევო სექტორში“. შეხვედრის მიზანს მზღვეველთათვის კიბერუსაფრთხოების სფეროში არსებული ახალი საფრთხეების, შესაძლებლობებისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა.

სტუმრებს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა დავით ონოფრიშვილმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა. ღონისძიების მომხსენებლები იყვნენ ასევე, კიბერუსაფრთხოების ეროვნული ასოციაციის თვმჯდომარე ნიკოლოზ გაგნიძე და ასოციაციის წევრები ინგა ქარჩავა და დიმიტრი გუგუნავა.

სამუშაო შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს, სადაზღვევო ორგანიზაციებსა და კიბერუსაფრთხოების ასოციაციას შორის კომუნიკაციის გაღრმავება და სამომავლო თანამშრომლობის გამყარება, რათა სადაზღვევო ორგანიზაციებს შესაძლებლობა ჰქონდეთ მიიღონ ინფორმაცია კიბერუსაფრთხოების სფეროში არსებული ახალი საფრთხეების, შესაძლებლობების, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის და სხვა ნებისმიერი საკითხის შესახებ და მიიღონ მონაწილეობა შესაბამის განხილვებში.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში ასოციაციის წევრმა ექსპერტებმა დამსწრეებს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება, ასევე დაიგეგმა სამომავლო პოტენციური აქტივობები, რაც, საბოლო ჯამში, ხელს შეუწყობს ცნობიერების ამაღლებასა და სადაზღვევო ორგანიზაციების შესაძლებლობების ზრდას კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.