სიახლეები

მთავარი > სიახლეები
08.09.2021

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დელეგაციის ვიზიტი ესპანეთის სამეფოში

სამუშაო ვიზიტი მადრიდში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების (“TWINNING” -Capacity Building of Insurance State Supervision Service of Georgia“) პროექტის ფარგლებში, ესპანეთის ადმინისტრაციისა და საზოგადოებრივი პოლიტიკის საერთაშორისო და იბერიულ-ამერიკული ფონდის (FIIAPP) ოფიციალური მიწვევით განხორციელდა. 

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები, სამსახურის უფროსის, დავით ონოფრიშვილის ხელმძღვანელობით ესპანეთის სამეფოში იმყოფებოდნენ. სამუშაო ვიზიტი მადრიდში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების (“TWINNING” -Capacity Building of Insurance State Supervision Service of Georgia“) პროექტის ფარგლებში, ესპანეთის ადმინისტრაციისა და საზოგადოებრივი პოლიტიკის საერთაშორისო და იბერიულ-ამერიკული ფონდის (FIIAPP) ოფიციალური მიწვევით განხორციელდა. ვიზიტისას სადაზღვევო ინდუსტრიას წარმოადგენდა სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის ხელმძღვანელი, დევი ხეჩინაშვილი. 

TWINNING-ის პროექტი საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში მიმდინარეობს 2019 წლიდან და საქართველოს სადაზღვევო სისტემის გადახდისუნარიანობა 2 (Solvency II) სტანდარტებზე გადასვლას ითვალისწინებს. მისი მიზანია ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულება სადაზღვევო სფეროში, ამავდროულად, სადაზღვევო სექტორის ეფექტურობის, გამჭვირვალობის და საიმედოობის გაუმჯობესება. 

შეხვედრების ფარგლებში საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ ესპანეთის მიდგომებს და სექტორის რეგულატორის ინსტიტუციურ სტრუქტურებს, შედგა შეხვედრები ესპანეთის სამეფოს ეკონომიკურ საქმეთა და ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი „დაზღვევისა და საპენსიო ფონდების გენერალური დირექტორატის” ხელმძღვანელ პირებთან, რომლის დროსაც მოხდა დაზღვევის სფეროში არსებული პრაქტიკის და გამოცდილების გაზიარება, როგორც პრეზენტაციების, ასევე ინტერაქტიული განხილვის გზით გადახდისუნარიანობა-2 (SOLVENCY-2) პრინციპების შესაბამისი საზედამხედველო ჩარჩოს და პრაქტიკაში მისი დანერგვის გამოცდილებისა და გამოწვევების თაობაზე. 

აღსანიშნავია ესპანეთის სადაზღვევო საკომპენსაციო კონსორციუმთან (Insurance Compensation Consortium (CCS)) შეხვედრა, სადაც მოხდა კონსორციუმის მუშაობის მოდელის და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებების გაცნობა. კონსორციუმის საქმიანობა მოიცავს საგანგებო/ექსტრაორდინარული რისკების, ავტო-მფლობელთა მესამე პირების მიმართ სამოქალაქო პასუხისმგებლობის ნაწილში მდგომი ზარალების ნაწილის, მათ შორის დაუზღვეველი, დაუდგენელი და გატაცებული ავტომობილებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, სოფლის მეურნეობის რისკების დაზღვევა/გადაზღვევას, გარემოსდაცვითი რისკების ანაზღაურებას. ორგანიზაცია ასევე ასრულებს ზემოხსენებული დაზღვევის ნაწილში საინფორმაციო ცენტრის ფუნქციებს, აზღვევს საექსპორტო კრედიტებს და ატარებს მთელ რიგ მასშტაბურ პრევენციულ ღონისძიებებს. 

ხაზგასმით აღსანიშნავია , რომ დელეგაცია ადგილზე გაეცნო აგროდაზღვევის - „Agroseguro”-ს მუშაობის მოდელს, სადაც წარმოდგენილ იქნა ესპანეთის სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის სისტემა, სოფლის მეურნეობის სექტორში ბუნებრივი კატასტროფით გამოწვეული რისკების დაზღვევის და მათი დადგომის შედეგად გამოწვეული კატასტროფული ზიანის ანაზღაურება. მოცემული მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მოდელად მიიჩნევა. 

ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაცია ესტუმრა მსხვილ ბრიტანულ სადაზღვევო ჯგუფ „Bupa“-ს წევრ, ესპანეთის ერთერთ წამყვან ჯანმრთელობის დაზღვევის კომპანიას „SANITAS“. ადგილზე მოხდა ესპანეთის ჯანმრთელობის დაზღვევის, როგორც სახელმწიფო ასევე, კერძო სისტემის შესახებ პრეზენტაცია, ასევე შედგა ვიზიტი კომპანიის მფლობელობაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მოხდა კლინიკის და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთთანამშრომლობის პრაქტიკისა და პრინციპების გაზიარება. 

სამუშაო ვიზიტი იყო მეტად ნაყოფიერი და არსებითად წაადგება ახლებური მიდგომების დანერგვის მიმართულებით გასაწევ სამუშაოებს. აქვე აღსანიშნავია, რომ ვიზიტის დროს სრულად დაცული იყო „Covid-19“ პანდემიის გათვალისწინებით მგზავრობასთან/მოგზაურობასთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი პირობა.