სიახლეები

მთავარი > სიახლეები
30.03.2022

სამედიცინო შეცდომასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის დაზღვევის ანგარიშის განხილვა

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს შეხვდა. დავით ონოფრიშვილსა და თამარ გაბუნიას შორის შეხვედრა გაიმართა „ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მსოფლიო ბანკის „ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების პროექტის“ ფარგლებში მომზადებული სამედიცინო შეცდომასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის დაზღვევის (Medical Malpractice Liability Insurance) ანგარიშის განხილვის და ამ კუთხით ქვეყანაში დანერგვის შესაძლო სცენარების და პერსპექტივების განხილვის მიზნით.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ მსოფლიო ბანკის ექსპერტი სერაპ გონულალი, მოცემულ საკითხზე მომუშავე მსოფლიო ბანკის მოწვეული ექსპერტი კლიმ პოპოსკი და საქართველოში მსოფლიო ბანკის ოფისის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე შეჯერდა ამ მიმართულებით გაწეული შესაბამისი სამუშაოები და დაიგეგმა მომდევნო ნაბიჯები. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსოფლიო ბანკი საკითხის შემდგომი წარმართვის მიზნით მოამზადებს და წარმოადგენს საბოლოო ანგარიშს, სადაც გამოიკვეთება დანერგვის სცენარები, ძირითადი პირობები, განხორციელების ვადები და მთელი რიგი სხვა საკითხები, რაც აუცილებელია მოცემული პროდუქტის დამკვიდრებისთვის.

შეხვედრაზე მხარეებმა მოცემული საკითხის განხორციელებისთვის შემდგომი თანამშრომლობისა და ურთერთ ჩართულობის მზაობა გამოთქვეს.