მომხმარებლის ხმა

მთავარი > მომხმარებლის ხმა
მომხმარებლის ხმა

მოგესალმებით, დღეს დამიკავშირდა სადაზღვევო კომპანია ,,****** “ ჩემს პრეტენზიასთან დაკავშირებით და როგორც მომაწოდეს ინფორმაცია მიმდინარე ჯარიმები განულებულია. მადლობა მინდა გადაგიხადოთ საქმის წარმოებისთვის  და პროცესის ბოლომდე მიყვანისთვის. განსაკუთრებული მადლობა ****-ის, რომელიც უშუალოდ კურირებდა არსებულ ქეისს და სრულყოფილად შეისწავლა საქმესთან დაკავშირებული დეტალები, რამაც სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა. 

პატივისცემით,

 

ნ.გ.

მსურს, მადლობა გადავუხადო ზედამხედველობის სამსახურს  მომხმარებელთა უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის ჩვენებისთვის, საკითხით დროულად დაინტერესებისთვის და ეფექტური შუამავლობისთვის. თქვენმა ჩართულობამ გადამწყვეტი როლი ითამაშა პროცესის სამართლიანად და სწრაფად დასრულებაში.

პატივისცემით,

ს.ს.

მადლობას გიხდით საკითხის შესასწავლად და მოსაგვარებლად გაწეული შრომისთვის.

ვ.ხ.

გთხოვთ, ჩემი უღრმესი პატივისცემა გადასცეთ წერილის ავტორს, ქალბატონ ნინო ნიავაძეს, რომლის იურიდიული ოსტატობა, საუწყებო ტექსტების სტრუქტურირების უმაღლესი სტანდარტი და კანონის მუხლების ესოდენ შთამბეჭდავი ციტირება ნამდვილად სამაგალითოა. მე, როგორც მძიმე ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტს, ზუსტად ამგვარი, სამართლებრივი სიზუსტით გამართული პასუხი მესაჭიროებოდა არსებული სისტემური მოცემულობის კიდევ ერთხელ დასაფასებლად. ასევე, განსაკუთრებული მადლიერებით მინდა აღვნიშნო უწყების ზოგადი დამოკიდებულება - უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საკითხს მიუდექით სახელმწიფოებრივი მასშტაბით და სრულყოფილად წარმოაჩინეთ თქვენი სამსახურის ფუნქცია-მოვალეობები, რაც საინტერესოსთან ერთად, ძალიან სასარგებლოა თითოეული რიგითი მოქალაქისთვის. აქვე, დასაფასებელია, რომ, როგორც ჩემს თავდაპირველ განცხადებაში გთხოვდით, პასუხისმგებლობას თავი არ აარიდეთ და თითოეულ კერძო სადაზღვევო კომპანიასთან ინდივიდუალური მიმოწერის საწარმოებლად არ გადამამისამართეთ.

გისურვებთ წარმატებებს თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში.

პატივისცემით,

ზ. ჩ.

მოგესალმებით, მივიღე თქვენს მიერ გამოგზავნილი შეტყობინება და მინდა გითხრათ, რომ ვამაყობ თქვენი კომპეტენციით👍👍👍

ლ.ზ.

გაცნოებთ, რომ ჩვენს მიერ წარმოდგენილი საჩივრის ფარგლებში, სადაზღვევო კომპანია “ ******* ”-ის მიერ დადასტურდა  გ.გ.-სთვის ზიანის ანაზღაურების მზაობა, რაც განპირობებულია თქვენს მიერ ჩატარებული სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე.

მადლობას გიხდით სწრაფი და ეფექტური ღონისძიების გატარებისთვის. 

ჯ.ჭ

სიმართლეს არ შეესაბამება მართლაც მათი მხრიდან დაბრუნებული პასუხი, რადგან ჩვენი ინტერესი იყო მათთან თანამშრომლობა და დაზღვევა, თუმცა უარი თქვეს, სწორედ მაგიტომ მოგმართეთ თქვენ დასახმარებლად და მიზეზის გასაგებად. შესაბამისად, ბუნდოვანია თავიდან უარის თქმის მიზეზიც და შემდგომ იმის თქმა, რომ განცხადების შინაარსი ,,სიმართლეს არ შეესაბამება”. მხოლოდ თქვენთან მომართვის შემდგომ გამოიჩინეს ყურადღება, ჩვენი ინტერესი იყო განვმეორდები მათთან თანამშრომლობა და ის, რომ სხვა სადაზღვევოს მივმართეთ ბუნებრივია, რადგან უარი გვითხრეს და ამ ფაქტის მოძიებას და ხსენებას ჯობდა რელევანტური პასუხი დაებრუნებინათ.

უღრმესი მადლობა თქვენ გამოჩენილი ყურადღებისათვის.

მ.კ.

მინდა მადლობა გადავუხადო დავით ონოფრიშვილს დახმარებისთვის  ,, ***** “ -სთან დავის მოგვარებაში. მას შემდეგ, რაც მივმართე ბატონ დავით ონოფრიშვილს, სადაზღვევო კომპანია დამიკავშირდა და ჩვენ შევძელით ყველასთვის მისაღებ კომპრომისამდე მისვლა.
ამ ეტაპზე ჩემი სადაზღვევო პოლისები აღდგენილია და სადაზღვევო ლიმიტი გაზრდილია 55 000-მდე, რაც სრულად შეესაბამება ჩემს მოთხოვნას.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, დავით ონოფრიშვილს!

საუკეთესო სურვილებით,

ს.მ.

მივიღე თქვენი გზავნილი. უღრმესი მადლობა ყურადღებისთვის. ასევე უღრმესი მადლობა სამართლიანობისთვის. მიიღეთ ჩემგან უდიდესი პატივისცემა ♥️♥️♥️

შ.კ.

უღრმესი მადლობა თანადგომისთვის, სიმართლის და სამართლიანი შეფასებისთვის ჩემი და ჩემი ოჯახის განხორციელებული შრომისთვის, დაფასებისთვის. გიგზავნით სიტყვიერ უღრმესს მადლობას ღმერთმა მრავალი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულებს დაგასწროთ.

გაიხარეეეთ

დ.ლ.

უდიდესი მადლობა კომპეტენტურობისთვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ეფექტური ჩართულობისთვის. ვერც კი წარმოიდგენთ რამდენს ნიშნავს ჩემთვის ეს (აქ საქმე არაა თანხაზე, საუბარია შეურაცხმყოფელ მიდგომაზე და მცდელობაზე გასვლოდათ ტყუილები, თორემ ავტომობილს შევძლებდი და თავადაც შევაკეთებდი) ჩემი მოლოდინი არც იყო ამ საქმეზე რაიმე შედეგის დაყენება, უბრალოდ ვცადე და მიხარია, რომ ისეთი უწყება არსებობს სახელმწიფოში, რომელიც ნამდვილად ზრუნავს მომხმარებელთა უფლებებზე და წარმოადგენს სრულიად ნეიტრალურ მხარეს

ყველგან გავაჟღერებ ჩემ მადლიერებას!!!

პატივისცემით,

ლ.ყ.

გულწრფელ მადლობას გიხდით თქვენი ყურადღებისა და დადებითი გადაწყვეტილებისთვის. აღფრთოვანებული ვარ თქვენი სწრაფი რეაგირებითა და სამართლიანი მიდგომით. თქვენი მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მავსებს რწმენით, რომ მოქალაქის ხმა ნამდვილად ისმის და ფასდება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენს პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერებისთვის. გისურვებთ წარმატებას თქვენს მნიშვნელოვან საქმიანობაში. გულითადი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ და თქვენს გუნდს.

თქვენმა დადებითმა პასუხმა იმდენად გამახარა, რომ აღფრთოვანებას და მადლიერებას სიტყვებით ვერ გამოვხატავ. ვგრძნობ, რომ მოქალაქის სიტყვას ყურადღებას აქცევენ და სამართლიანად უდგებიან, რაც უდიდესი ძალაა. თქვენი მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა და კიდევ უფრო გამამხნევა. გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას და მრავალ კეთილ საქმეს. ყოველთვის ასეთი გულთბილი და სამართლიანი ყოფილიყავით.

პატივისცემით და მადლიერებით,

ხ.წ.