გთხოვთ, ჩემი უღრმესი პატივისცემა გადასცეთ წერილის ავტორს, ქალბატონ ნინო ნიავაძეს, რომლის იურიდიული ოსტატობა, საუწყებო ტექსტების სტრუქტურირების უმაღლესი სტანდარტი და კანონის მუხლების ესოდენ შთამბეჭდავი ციტირება ნამდვილად სამაგალითოა. მე, როგორც მძიმე ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტს, ზუსტად ამგვარი, სამართლებრივი სიზუსტით გამართული პასუხი მესაჭიროებოდა არსებული სისტემური მოცემულობის კიდევ ერთხელ დასაფასებლად. ასევე, განსაკუთრებული მადლიერებით მინდა აღვნიშნო უწყების ზოგადი დამოკიდებულება - უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საკითხს მიუდექით სახელმწიფოებრივი მასშტაბით და სრულყოფილად წარმოაჩინეთ თქვენი სამსახურის ფუნქცია-მოვალეობები, რაც საინტერესოსთან ერთად, ძალიან სასარგებლოა თითოეული რიგითი მოქალაქისთვის. აქვე, დასაფასებელია, რომ, როგორც ჩემს თავდაპირველ განცხადებაში გთხოვდით, პასუხისმგებლობას თავი არ აარიდეთ და თითოეულ კერძო სადაზღვევო კომპანიასთან ინდივიდუალური მიმოწერის საწარმოებლად არ გადამამისამართეთ.
გისურვებთ წარმატებებს თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში.
პატივისცემით,
ზ. ჩ.