მომხმარებლის ხმა

მთავარი > მომხმარებლის ხმა
მომხმარებლის ხმა

ბატონო დავით,

გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულითადი მადლობა როგორც პირადად თქვენ, ასევე თქვენ მთელ გუნდს - სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს დროული და მკაფიო რეაგირებისათვის.

თქვენთან მომართვიდან ზუსტად ერთი კვირის შემდეგ, სადაზღვევო კომპანიამ სრულად აანაზღაურა მეზობლის მიერ მიყენებული ზიანის ღირებულება. აღსანიშნავია, რომ თქვენი ჩარევისა და ძალისხმევის გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა.

მინდა განსაკუთრებით ხაზი გავუსვა თქვენი ზედამხედველობის მაღალ რეპუტაციას, მაღალკვალიფიციური კადრების პროფესიონალიზმს და სწრაფ რეაგირებას. ნებისმიერი სახელმწიფო ინსტიტუცია ვალდებულია ძირფესვიანად მოეკიდოს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების უფლებების დაცვას, და თქვენი ორგანიზაცია ამის ნათელი მაგალითია.

ჩვენ, როგორც სახელმწიფო მოხელეები, ყოველდღიურად ვცდილობთ ჩვენი ქვეყნის წინსვლას. სამწუხაროდ, არსებობენ არაკეთილსინდისიერი კომპანიები, როგორიცაა " ******* ",  რომლებიც ცდილობენ  მომხმარებელთა  უფლებების  დარღვევას და მათ კიდევ უფრო მეტად დაზარალებას.

კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და იმედი მაქვს, რომ როგორც ჩემი უფლებები დაიცავით, ისე სხვა მოქალაქეთა უფლებებსაც დაიცავთ მომავალშიც.

პატივისცემით,

 

ც.გ.

თქვენთვის რომ არ მეცნობა არცერთ თეთრს არ ამინაზღაურებდა  ,,******* ” დაზღვევა. დიდი მადლობა რომ შეძლებისდაგვარად დამეხმარეთ. ბედნიერ და წარმატებულ დღეს გისურვებთ!

ო.ბ.