სიახლეები

მთავარი > სიახლეები
02.05.2022

2 მაისი დაზღვევის დღეა

2 მაისი დაზღვევის დღეა, ამ თარიღთან დაკავშირებით სასტუმრო „ბილტმორში“ ღონისძიება გაიმართა. 1997 წლის 2 მაისს პირველად ხელი მოეწერა დაზღვევის შესახებ კანონს, ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინიციატივით, სადაზღვევო სექტორის უშუალო ჩართულობითა და საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის მხარდაჭერით, დაზღვევის დღე საქართველოში 2022 წლის 2 მაისს პირველად აღინიშნა.

ღონისძიებას დაესწრნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, სადაზღვევო სექტორი, ასევე სტუმრები ეკონომიკური სფეროდან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

დაზღვევის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას წარუძღვა „კომერსანტის მმართველი პარტნიორი, CIU ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, ჯეოქეისის მკვლევარი გიორგი აბაშიშვილი, რომელმასტუმრებს გააცნო სამსახურის მიერ ფინანსური განათლების სტრატეგიის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებ. აღნიშნული სტრატეგია ხელს უწყობს ფინანსური განათლების სარგებლიანობის შესახებ ქვეყნის მოსახლეობის ცოდნის ამაღლებას, განათლების მიღების შესაძლებლობების გაფართოებასა და ფინანსური განათლების ამაღლების ამოცანის კომპლექსურობიდან გამომდინარე, დაინტერესებულ მხარეებს შორის კოორდინაციისა და თანამშრომლობის გაღრმავებას. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, ფინანსური განათლების ეროვნულ სტრატეგიას 2020 წელს შეუერთდა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდენენ: ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე და სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტი დევი ხეჩინაშვილი. 

ფინედუსა და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინიციატივით, ასევე, სადაზღვევო ასოციაციის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, დაზღვევის თემაზე ჩატარდა კონკურსი, რომელიც მიეძღვნა 2 მაისს - დაზღვევის დღეს საქართველოში. კონკურსი - „მეტი დაცვა და ნაკლები რისკი“ - გამოცხადდა ორ კატეგორიაში: „პოსტერი და სლოგანი“ - რომლის, ფარგლებშიც კონკურსანტებს მოეთხოვებოდათ, შეექმნათ ვიზუალური მასალა - პოსტერი/ბანერი და მოეფიქრებინათ შესაბამისი სლოგანი. ასევე, „ბლოგი“ - რომლის, ფარგლებში კონკურსანტებს უნდა შეექმნათ წერილობითი ნამუშევარი. ამასთან, შეიქმნა სამაგიდო თამაში - „მეტი გართობა და ნაკლები რისკი“. აღნიშნული თამაში გათვლილია 12-წლიდან და ზემოთ ასაკის პირებზე და მას აქვს ორი დონე. 2 მაისის ღონისძიებაზე, კონკურსში გამარჯვებულები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ.