სიახლეები

მთავარი > სიახლეები
31.03.2022

აგროდაზღვევის პროგრამა - მსოფლიო ბანკის ექსპერტების რეკომენდაციები

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მსოფლიო ბანკის „ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების პროექტის“ ფარგლებში, მსოფლიო ბანკის ექსპერტების მიერ მომზადდა რეკომენდაციები ანგარიშის სახით, რაც მიზნად ისახავს საქართველოში მოქმედი სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის პროგრამის კიდევ უფრო გაუმჯობესებას და შემდგომ დახვეწას საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწნებით.

ვინაიდან საქართველოში აგროდაზღვევის პროგრამას ახორციელებს სოფლის მეურნეობის სამინიატრო, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური უფროსის დავით ონოფრიშვილი მსოფლიო ბანკის ადგილობრივი ოფისის კოორდინირებით შეხვდა დაინტერესებულ მხარეებს, სადაც განხილეს სამინისტროს მიდგომები პროგრამის სამომავლო პერსპექტივების და განვითარების შესახებ და ასევე, მსოფლიო ბანკის რეკომენდაციების მიმართებით გატარებული და სამმავლოდ გასატარებელი ღონისძიებები.

შეხვედრას დაესწრო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე  გიორგი ხანიშვილი და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი, რომელთაც ვრცლად ისაუბრეს ამ მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე და სამომავლო გეგმებზე.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მსოფლიო ბანკის ექსპერტი სერაპ გონულალი და საქართველოში მსოფლიო ბანკის ოფისის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის ამჟამინდელი სქემა, ასევე, ხაზი გაესვა პროგრამასთან დაკავშირებულ გამოწვევებს და ანგარიშით შემოთავაზებულ გარკვეულ რეკომენდაციების დანერგვის პერსპექტივას და მიმდინარეობას. მხარეებმა გამოთქვეს მზაობა შემდგომი თანამშრომლობისა და ურთერთ ჩართულობისთვის.