სიახლეები

მთავარი > სიახლეები
19.12.2021

დავით ონოფრიშვილის სამუშაო ვიზიტი ესპანეთის სამეფოში

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები, სამსახურის უფროსის დავით ონოფრიშვილის ხელმძღვანელობით ესპანეთის სამეფოს ესტუმრნენ. ვიზიტის ფარგლებში, სამსახურის უფროსი და წარმომადგენლები მიიწვიეს ეკონომიკისა და ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სამსახურში (ICAC), სადაც შედგა შეხვედრა სამსახურის უფროსთან, სანტიაგო დურან დომინგესთან. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნეს ქართული დელეგაციის მასპინძლებმა. 

იხილეთ ბმული

სამუშაო ვიზიტი ესპანეთის ადმინისტრაციისა და საზოგადოებრივი პოლიტიკის საერთაშორისო და იბერიულ-ამერიკული ფონდის (FIIAPP) ოფიციალური მიწვევით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების („TWINNING” – CAPACITY BUILDING OF INSURANCE STATE SUPERVISION SERVICE OF GEORGIA”) პროექტის ფარგლებში განხორციელდა.