სიახლეები

მთავარი > სიახლეები
07.11.2023

დავით ონოფრიშვილმა მონაწილეობა მიიღო დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის შეფასებისა და იმპლემენტაციის კომიტეტის სხდომაში

დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის (IAIS) მიერ 2023 წლის 7 ნოემბერს, იაპონიის სახელმწიფოს დედაქალაქ ტოკიოში გამართული წლიური კონფერენციის ფარგლებში, სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა, სამსახურისა და ქვეყნის სახელით, მონაწილეობა მიიღო შეფასებისა და იმპლემენტაციის კომიტეტის (IAC - Assessment and Implementation Committee) შეხვედრაში, როგორც კომიტეტის წევრმა.

კომიტეტის ძირითადი საქმიანობა მოიცავს ასოციაციის სხვადასხვა კომიტეტების საქმიანობის ანგარიშების განხილვას და მათ დამტკიცებას. ამჯერად, განხილული იყო დაზღვევის სექტორში კლიმატის რისკებით გამოწვეული სცენარი და ბაზრის ქცევა მასთან მიმართებაში, ხელოვნური ინტელექტი დაზღვევაში და ასევე, დაისახა კომიტეტის მუშაობის სამომავლო გეგმები, რაც შემდგომ აისახება ასოციაციის სამომავლო საქმიანობაში.

კომიტეტზე სხვა საკითხებთან ერთად განხილული იყო ჰოლისტიკური ზედამხედველობის ჩარჩოს იმპლემენტაციასთან დაკავშირებული მასალები, კლიმატის რისკებთან დაკავშირებით არსებული სიახლეები, დაზღვევის სფეროში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება და 2024 წლის გზამკვლევით გათვალისწინებული საკითხები.