სიახლეები

მთავარი > სიახლეები
21.04.2021

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ევროპის დაზღვევისა და საპენსიო უზრუნველყოფის უწყების ექსპერტს მასპინძლობს

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში მიმდინარე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების (Twinning) პროექტის ფარგლებში, საქართველოს მოკლევადიანი უცხოელი ექსპერტი ეწვია. ქრისტინა სკოჩიბუშიკი ევროპის დაზღვევისა და საპენსიო უზრუნველყოფის უწყებას (EIOPA - European Insurance and Occupational Pensions Authority) წარმოადგენს.  

21 აპრილს ექსპერტი შეხვდა დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსს, დავით ონოფრიშვილს და სამსახურის თანამშრომლებს, ქვეყანაში კოვიდ უსაფრთხოებით დადგენილი წესების სრული დაცვით. შეხვედრაზე მიმოიხილეს ფინანსური ანგარიშის და გადახდისუნარიანობის ინფორმაციის გასაჯაროების საკითხები - “Public disclosure”, რაც Solvency II-ის მესამე კომპონენტის შემადგენელი ნაწილია. 

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების (Twinning) პროექტი ეხება საქართველოს სადაზღვევო სისტემის Solvency II სტანდარტებზე გადასვლას, რომელსაც ახორციელებს ევროკავშირის წევრი ქვეყნის, ესპანეთის სამეფოს ეკონომიკურ საქმეთა და ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი „დაზღვევისა და საპენსიო ფონდების გენერალური დირექტორატი“. 

ვიზიტის ფარგლებში, ექსპერტი საქართველოს სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლებთანაც გეგმავს შეხვედრებს. ქრისტინა სკოჩიკბუშიკი საქართველოში 26 აპრილამდე დარჩება.