დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები მოსწავლეებს შეხვდნენ
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა ახმეტის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მიზანი მოსწავლეებში დაზღვევის სფეროს შესახებ საბაზისო ცოდნის გაღრმავება, დაზღვევის მნიშვნელობისა და ყოველდღიურ ცხოვრებაში მისი როლის გაცნობიერება იყო.
მოსწავლეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ნინო ნიავაძემ, დეპარტამენტის წარმომადგენელმა მანონი ციხელაშვილმა კი მოსწავლეებისთვის სპეციალურად მომზადებული საინფორმაციო პრეზენტაცია წარადგინა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ, აქტიურად ჩართულიყვნენ დისკუსიაში და მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ. მსგავსი შეხვედრების მიზანია, ადრეული ასაკიდან დაზღვევის კულტურის ჩამოყალიბება და მოსწავლეებში სფეროს შესახებ ცნობიერების ამაღლება.
