სიახლეები

მთავარი > სიახლეები
22.04.2024

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა საქართველოსა და ჩეხეთის აქტუარული ასოციაციების მმართველებს უმასპინძლა

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა აქტუარებისა და ფინანსური ანალიტიკოსების ასოციაციის (AAFA) ორგანიზებით ჩატარებულ ღონისძიებას უმასპინძლა.

 

შეხვედრას უძღვებოდა ჩეხეთის აქტუარული საზოგადოების თავმჯდომარე იან შვაბი. მან საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს გაუზიარა ევროკავშირში არსებული სტანდარტები და საუკეთესო პრაქტიკა აქტუარის კვალიფიკაციასა და წლიურ აქტუარულ რეპორტთან დაკავშირებით.

 

ზემოაღნიშნული შეხვედრისას გაზიარებული ინფორმაცია მნიშვნელოვნად წაადგება სადაზღვევო სფეროს განვითარების და ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით.