სიახლეები

მთავარი > სიახლეები
22.05.2024

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა სადაზღვევო სექტორთან შეხვედრა გამართა

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა სადაზღვევო სექტორთან სამუშაო შეხვედრა გამართა, თემაზე - “უხეში გაუფრთხილებლობა, როგორც ზიანის ანაზღურებაზე უარის თქმის საფუძველი სადაზღვევო ურთიერთობებში”.

სამსახურმა მოიკვლია სადაზღვევო ბაზარზე უხეში გაუფრთხილებლობის საკითხი, როგორც ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი, სადაზღვევო ურთიერთობებში. ასევე, შეისწავლა საერთაშორისო პრაქტიკა და ამ მიმართულებით გატარებული რეფორმები. კვლევის მიზანი იყო ქართულ სადაზღვევო ბაზარზე დამკვიდრებული პრაქტიკა იყოს მეტად სამართლიანი და შეესაბამებოდეს მომხმარებლის სწორ მოლოდინს მზღვეველის მიერ სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის დროს.

შეხვედრაზე, სამსახურის წარმომადგენლებმა, სადაზღვევო ინდუსტრიას გააცნეს სამსახურის მიერ წარმოებული კვლევის შედეგები და მიაწოდეს ინფორმაცია ამ მიმართულებით მომავალში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ, რის შემდგომაც გაიმართა დისკუსია.

შეხვედრაზე, ასევე, ყურადღება გამახვილდა აღნიშნული საკითხის მნიშვნელობაზე, კერძოდ, მომხმარებლის ინფორმირების აუცილებლობაზე და ამ მიმართულებით დაისახა სამომავლოდ განსახორციელები შემდგომი ნაბიჯები.