კონკურსის - „თუ მომავალი დაზღვეულია“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ
2 მაისს საქართველო დაზღვევის დღეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით, გაიმართა დაზღვევის კვირეული, რომლის ფარგლებშიც, სხვა ღონისძიებებთან ერთად, საზოგადოებაში დაზღვევის არსისა და მისი პროდუქტების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა, ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პორტალისა და სადაზღვევო ორგანიზაციების მხარდაჭერით, ჩაატარა პოსტერების კონკურსი, სახელწოდებით - „თუ მომავალი დაზღვეულია“.
კონკურსში გამარჯვებულები უკვე გამოვლინდნენ და მათ დაწესებული პრიზები გადაეცემათ შესაბამის კატეგორიერბში.
„სადაზღვევო კომპანიის რჩეული“ გახდნენ და შესაბამის პრიზებს გადასცემენ შემდეგი სადაზღვევო ორგანიზაცბი:
პლანშეტის მფლობელი გახდა დავით სადაღაშვილი, საკუთარ რჩეულს პრიზს გადასცემს სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი;
დიანა-დორა ნაკაიძე - 500 ლარიან ფულად პრიზს საკუთარ რჩეულს პრიზს გადასცემს სს სადაზღვევო კომპანია იმედი ელ;
სამოგზაუროდ საჭირო ნივთებისგან დაკომპლექტებული ნაკრები - გამარჯვებულია თათია აკობია და საკუთარ რჩეულს პრიზს გადასცემს სს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია;
მარიამ კილასონია - 500 ლარიანი ფულადი პრიზი - საკუთარ რჩეულს პრიზს გადასცემს სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია;
ნიკოლოზ ეჯიბაძე - 500 ლარიანი ფულადი პრიზი - საკუთარ რჩეულს პრიზს გადასცემს სს პსპ დაზღვევა;
„მომხმარებლის რჩეული“ facebook პოსტის ლაიქებით, გახდა და პრიზი - 500 ლარი, სს ბაზისბანკისგან გადაეცემა - მეგი ცომაიას.
კონკურუსი ჩატარდა საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმაზე - www.finedu.gov.ge