სიახლეები

მთავარი > სიახლეები
24.01.2024

კონკურსის „ფინანსური განათლება სკოლაში“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის, FinEdu-ს და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ მასწავლებლებისთვის ორგანიზებული კონკურსის „ფინანსური განათლება სკოლაში“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ კონკურსის გამარჯვებული პედაგოგები. 

 

დაჯილდოების ცერემონიაზე დამსწრე საზოგადეობას სიტყვით მიმართა საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა. მისი თქმით, სამსახურისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა დაზღვევის თაობაზე ცნობიერების ამაღლებაა. სწორედ, სკოლაში ფინანსური განათლების ხელშეწყობის მიზნით, 2023 წლის 2 მაისს, დაზღვევის დღეს გამოცხადდა კონკურსი „ფინანსური განათლება სკოლაში“ და ფინალური ღონისძიების თარიღიც, 24 იანვარი, შემთხვევითი არ ყოფილა, რადგან ეს განათლების საერთაშორისო დღეა.

 

ცერემონია მისასალმებელი სიტყვით გახსნა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ. დამსწრე საზოგადოებას ასევე მიმართა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მისნიტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა.

 

როგორც დავით ონოფრიშვილმა აღნიშნა - 'ფინანსური განათლება საერთაშორისო მასშტაბით სულ უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს თითოეული მოქალაქის ცხოვრებაში. თითოეული ჩვენთაგანის მზადყოფნა, მართოს პირადი ფინანსები, უმეტესწილად განსაზღვრავს ჩვენს ფინანსურ სტაბილურობას და წარმატებას. საქართველოში საზოგადოებას დღეს, როგორც არასდროს, სჭირდება ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცოდნა, ზოგადი წარმოდგენა თუ როგორ დაგეგმოს და მართოს პირადი სესხი, როგორი პირობები აირჩიოს დაზღვევის, ანაბრის თუ სხვა ფინანსური სერვისის გამოყენებისას. მოქალაქის ცნობიერებაზე ბევრია დამოკიდებული, რადგან ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება ყოველდღიურად ხდება და ამ გადაწყვეტილებებს დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ნებისმიერი ჩვენგანის ცხოვრებაზე.

 

კონკურსში გამარჯვებული პედაგოგების გარდა, თავიანთი რჩეული გამოავლინეს და დააჯილდოვეს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა, კერძო სადაზღვევო და საფინანსო სექტორმა.

 

ცერემინიაზე, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის რჩეულს - ქალაქ თბილისის N172 საჯარო სკოლის პედაგოგს,ნესტან კუბ ლაშვილს, პერსონალური კომპიუტერი გადასცა, სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა. რჩეულები გამოავლინეს და დაასაჩუქრეს ასევე, სს საქართველოს სადაზღვევო ჯგუფმა და სს „პსპ დაზღვევამ“.