სიახლეები

მთავარი > სიახლეები
13.06.2023

მასწავლებლების კონკურსი "ფინანსური განათლება სკოლაში"

ეროვნული ბანკის, ფინანსური განათლების პლატფორმა - www.finedu.gov.ge- (შემდგომში - "ფინედუ"), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ორგანიზებით, ასევე, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის, სს "საქართველოს ბანკის", სს "თიბისი ბანკის", სს "ბაზისბანკის", სს "ლიბერთი ბანკის", სს "კრედო ბანკის", სს "პსპ დაზღვევის" და სს "საქართველოს სადაზღვევო ჯგუფისჩართულობითა და მხარდაჭერით ცხადდება კონკურსი სკოლის მასწავლებელთათვის.

 კონკურსის  მიზნები და ზოგადი ამოცანებია:

1.    მასწავლებელთა მოტივირება ფინანსური განათლების საკითხებით მეტად დაინტერესებისა და ცოდნისა და გამოცდილების ერთმანეთისათვის გაზიარებისათვის;

2.    ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ფინანსური წიგნიერების საკითხების ეფექტურად სწავლების მიზნით მასწავლებელთათვის დამხმარე მასალების შეკრება;

3.    მოსწავლე ახალგაზრდობის სეგმენტში ფინანსური განათლების საკითხების სწავლის პროცესის ეფექტურობის ზრდა.

 

ფინანსური განათლება თანამედროვე სამყაროში საბაზისო ცხოვრებისეულ კომპეტენციად მიიჩნევა. ფინანსურად განათლებულ მომხმარებლებს უკეთ ესმით ფინანსური საკითხებისა და პროდუქტების არსი, აქვთ ცოდნა, უნარი და რწმენა გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი, იღებენ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს, იციან ვის მიმართონ რჩევისათვის და მოქმედებენ ისე, რომ გაიუმჯობესონ ფინანსური კეთილდღეობის დონე

 

საუკეთესო პრაქტიკისა და კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების შესაბამისად, ფინანსური განათლება რაც შეიძლება ადრე, სასკოლო ასაკიდან უნდა იწყებოდეს. ასეთ შემთხვევებში სწავლება უფრო ეფექტურია და  მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობის პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებისა და გრძელვადიანი ფინანსური კეთილდღეობისთვის. სწორედ ამიტომ ეროვნული სასწავლო გეგმა სწავლების სხვადასხვა საფეხურზე ფინანსური წიგნიერების საკითხებსაც ითვალისწინებს.

 

დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე:

 

https://finedu.gov.ge/ge/ghonisdziebebi-2/mastsavleblebis-konkursi-finansuri-ganatleba-skolashi-2?fbclid=IwAR1Q_dG9j_1U0B1cLzKuz-8bU8g04ftqiO2Gdct8PiSyIlesHeXaUBjD0DE