სიახლეები

მთავარი > სიახლეები
13.03.2023

მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო კვირეული

13-17 მარტს, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, ეროვნული ბანკის, სემეკის, კომუნიკაციების კომისიის, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველი საერთაშორისო კვირეული იმართება.

კვირეულის ფარგლებში, პირველი შეხვედრა, საუნივერსიტეტო მიღება - სტუდენტებთან, თბილისის საკრებულოს დარბაზში შედგა, სადაც დამსწრე საზოგადოებას მიმართა დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილემ, ეკატერინე წერეთელმა.

ღონისძიებების ფარგლებში, მარეგულირებელი უწყებები, სექტორულად - მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებს, მიღებულ შედეგებს, არსებულ გამოწვევებს, აღსრულების მექანიზმებს, მომხმარებელთა ინფორმირების ეფექტურ კამპანიებს და საერთაშორისო გამოცდილებებს განიხილავენ.

ღონისძიებების მიზანია, ცნობიერების ამაღლება და მომხმარებლის უფლებების დაცვის ხარისხის გაძლიერება საქართველოში.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე მსოფლიოში 1983 წლიდან აღინიშნება. საქართველოს საფინანსო სექტორი კი, ამ საერთაშორისო ტრადიციას პირველად 2021 წელს შეუერთდა.