სიახლეები

მთავარი > სიახლეები
16.03.2026

მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო კვირეულის დახურვის ღონისძიება წყალტუბოში

წყალტუბოში, მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეულის დახურვის ღონისძიება გაიმართა. კვირეული საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის, კომუნიკაციების კომისიისდა სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ და სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ. შეხვედრას ესწრებოდა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი. 

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა საზოგადოებას გააცნო დაზღვევის სფეროში მომხმარებლის ძირითადი უფლებები, ამ კუთხით ფინანსური განათლების მნიშვნელობა და სამსახურის მიერ ამ მიმართულებით განხორციელებული სიახლეები და სამომავლო გეგმები.

გარდა ამისა, პანელური დისკუსიის ფორმატში, იურიდიული დეპარტამენტის მომხმარებლის უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების სამმართველოს უფროსმა მარიამ ნიკოლაძემ ისაუბრა თემაზე - “როგორ უნდა დაიცვას მომხმარებელმა საკუთარი უფლება - ვის მიმართოს და რა ფორმით”.

ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა, მარეგულირებელი უწყებების წარმომადგენლებთან ერთად მათთვის საინტერესო საკითხები განეხილა.

მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში შეხვედრები თბილისში, გარდაბანში, გორში, ბათუმსა და წყალტუბოში გაიმართა.