სიახლეები

მთავარი > სიახლეები
15.03.2023

მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე

15 მარტმომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ თარიღის აღსანიშნად ექვსი მარეგულირებელი უწყების ორგანიზებით, საქართველოში მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო კვირეულის გახსნის ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება გახსნა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ, სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ, კომუნიკაციების კომისიის წევრმა ვახტანგ აბაშიძემ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ მესტვირიშვილმა და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

 

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს - მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების, ადგილობრივი და საერთაშორისო კოლეგა უწყებების, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესის, არასამთავრობო და აკადემიური სექტორის წარმომადგენლებმა. მათ შორის, ტერეზა მორეირამ - UNCTAD-ის კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა და ნერინგა ულბაიტემ - მომხმარებელთა დაცვის ექსპერტმა. შეხვედრის ფარგლებში, მომხმარებლის უფლებების დაცვისა და აღსრულების მექანიზმების შესახებ, პანელური დისკუსია გაიმართა.

 

13-17 მარტს, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, სემეკის, კომუნიკაციების კომისიის, ეროვნული ბანკის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველი საერთაშორისო კვირეული იმართება. კვირეულის ფარგლებში, მარეგულირებელი უწყებები სექტორულად მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებს, მიღებულ შედეგებს, არსებულ გამოწვევებს, აღსრულების მექანიზმებს, მომხმარებელთა ინფორმირების ეფექტურ კამპანიებსა და საერთაშორისო გამოცდილებებს განიხილავენ.