სიახლეები

მთავარი > სიახლეები
31.05.2022

მსოფლიო ბანკის ექსპერტთა ჯგუფი დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს მსოფლიო ბანკის „ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების პროექტის“ ფარგლებში, რომელიც თავის მხრივ დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, ეწვია მსოფლიბანკის ექსპერტთა ჯგუფი, ფინანსური სექტორის წამყვანი სპეციალისტის სერაპ გონულალის ხელმძღვანელობით. სტუმრებს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა დავით ონოფრიშვილმა უმასპინძლა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ირაკლი თუთარაშვილი და მოადგილე ეკატერინე წერეთელი.

შეხვედრაზე განხილულ იქნა მათ მიერ პროექტის ფარგლებში მომზადებული სამედიცინო შეცდომასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის (MMLI) დაზღვევის და სიცოცხლის დაზღვევის პროდუქტების ანგარიშები, საქართველოს სადაზღვევო სექტორის განვითარების ეტაპები და მოცემული სადაზღვევო პროდუქტების შემდგომი პერსპექტივები, ასევე დაგეგმილი სამუშაოები მშენებლებისა და არქიტექტორების პასუხისმგებლობის დაზღვევის მიმართულებით.

ექსპერტთა ჯგუფი გეგმავს გამართოს არა ერთი შეხვედრა, როგორც საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლებთან, ასევე ყველა დაინტერესებულ მხარესთან, როგორიცა სადაზღვევო კომპანიები, სადაზღვევო კომპანიათა ასოციაცია და აქტუარებისა და ფინანსური ანალიტიკოსების ასოციაცია. შეხვედრების ფარგლებში საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე ახალი სადაზღვევო პროდუქტების დანერგვის საკითხის გავლასთან ერთად, ასევე დაგეგმილია განხილულ იქნეს კატასტროფებთან დაკავშირებული რისკების მართვის გზები, მათი დაფინანსების ინსტრუმენტების შემუშავება და ქვეყნის აგრო დაზღვევის განვითარების სტრატეგიის მხარდაჭერისთვის საჭირო ზომები.