სიახლეები

მთავარი > სიახლეები
08.11.2022

მსოფლიო ბანკის ექსპერტთა მისია დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების პროექტისფარგლებში, სტიქიური მოვლენების ფინანსირების მისიით, 8 ნოემბერს, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ მსოფლიო ბანკის ექსპერტები, რომლებიც სპეციალიზირებული არიან აგრო დაზღვევის მიმართულებით.

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა შედგა სამსახურის უფროსთან, დავით ონოფრიშვილთან, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ედვარდ ვახტანგიშვილი, სადაზღვევო ნორმატივებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი თამარ შენგელია და მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების სამმართველოს უფროსი მარიამ კოშორიძე.

შეხვედრის დროს განიხილეს საქართველოში აგროდაზღვევის განვითარების  პერსპექტივები და სამსახურის როლი ამ პროცესში. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა აგრო დაზღვევის მაკროეკონომიკურ ზეგავლენაზე. ასვე, საუბარი შეეხო აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში შესაძლო ცვლილებებს სადაზღვევო დაფარვის გაუმჯობესების და მოცვის უზრუნველყოფის მიზნით. ზოგიერთ სპეციფიურ საკითხთან დაკავშირებით, ექსპერტებმა სამსახურის წარმომადგენლებს გაუზიარეს საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება და არსებული გამოწვევების დასაძლევად, შესაბამისი რეკომენდაციები.