სიახლეები

მთავარი > სიახლეები
06.04.2026

საჯარო ლექცია ადვოკატებისთვის

განგრძობადი იურიდიული განათლების პროგრამის ფარგლებში, ადვოკატებთან შეხვედრა გაიმართა. სპეციალურად მათთვის ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე - მომხმარებლის უფლებების დაცვა დაზღვევის სფეროში.

შეხვედრას ექსპერტის სტატუსით უძღვებოდნენ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ნინო ნიავაძე და ამავე დეპარტამენტის მომხმარებლის უფლებების დაცვის სამმართველოს უფროსი მარიამ ნიკოლაძე.

სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: მომხმარებლის ძირითადი უფლებები; მზღვეველის ვალდებულება დაზღვევის ხელშეკრულების მოქმედების დროს; მომხმარებლის უფლებების დაცვის საკანონმდებლო მანდატი და სხვა აქტუალური თემები.

ლექციაზე დასწრება ასევე, შესაძლებელი იყო ონლაინ ფორმატში.