სიახლეები

მთავარი > სიახლეები
19.10.2022

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დელეგაცია ავსტრიის რესპუბლიკაში

17-18 ოქტომბერს, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ცენტრალური აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დაზღვევის ზედამხედველთა მე-20 შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ავსტრიის რესპუბლიკის ფინანსური ბაზრის უწყების ოფიციალური მოწვევით, მონაწილეობდნენ სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი და სადაზღვევო ნორმატივებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი თამარ შენგელია.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს დაზღვევის სფეროში არსებული აქტუალური საკითხები, მათ შორის: COVID-19-ს შედეგად ციფრული მომსახურების (დიგიტალიზაციის) ზრდის პირობებში კიბერუსაფრთხოების რისკების უკეთ მართვის აუცილებლობა, ფინანსური განათლების როლი მომხმარებელთა უფლებების დაცვაში, ანგარიშგებაში მოსალოდნელი ცვლილებები ახალი ფინანსური სტანდარტის IFRS-17 დანერგვის პირობებში, სადაზღვევო სექტორის წინაშე არსებული გამოწვევები მდგრადი კლიმატური ცვლილებების და „მწვანე ფინასნების“ მიმართულებით და ასე შემდეგ. თითოეულ თემაზე გაკეთებული მოხსენების შემდეგ, მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი ქვეყნის გამოცდილება განხილულ საკითხებთან დაკავშირებით.

მნიშვნელოვანია, რომ სამსახურს მიეცა შესაძლებლობა გაცნობოდა საერთაშორისო გამოცდილებას სხვადასხვა აქტუალურ საკთხებთან დაკავშირებით, რაც შემდგომში მნიშვნელოვნად წაადგება შესაბამისი მიმართულებების განვითარებისთვის გასაწევ სამუშაოებს.

ვიზიტი პერიოდში ასევე გაიმართა ორმხვრივი შეხვედრები ავსტრიის, სლოვენიისა და მოლდოვის დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურებთან.