სიახლეები

მთავარი > სიახლეები
08.06.2022

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დელეგაცია ესპანეთის სამეფოში

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების TWINNING-ის პროექტის  (,,Capacity Building of Insurance State Supervision Service of Georgia“) ფარგლებში, ესპანეთის სამეფოს  ადმინისტრაციისა და საზოგადოებრივი პოლიტიკის საერთაშორისო და იბერიულ-ამერიკული ფონდის (FIIAPP) მწვევით საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები, უფროსის, დავით ონოფრიშვილის ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან ესპანეთის სამეფოს ქალაქ სევილიაში. პროექტი ხორციელდება ესპანეთის სამეფოს ეკონომიკურ საქმეთა და ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი „დაზღვევისა და საპენსიო ფონდების გენერალური დირექტორატის” მიერ.  

6-10 ივნისს, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვანი ღონისძიებებიდან აღსანიშნავია 7 ივნისის შეხვედრა შვეიცარულ სადაზღვევო ჯგუფთან „ჰელვეტიას“. ხაზგასასმელია მათი სლოგანი - სიმარტივე გასაგებია, რაც მიზნად ისახავს მომხმარებლისთვის მარტივი ენით ინფორმაციის მიწოდებას და მათ დახმარებას მათთვის საჭირო მიზნებისთვის გადაწყვეტილების მიღებაში. ჯგუფი დაარსდა 1858 წელს და 164 წლის განმავლობაში მოიპოვა მნიშვნელოვანი გავლენა და წარმატება საერთაშორისო მასშტაბით. მისი თანამშრომლების რაოდენობა ამჟამად შეადგენს 11 500-ს, ხოლო დაზღვეულთა რაოდენობა აღემატება 7 მილიონს და საქმიანობს, როგორც სიცოცხლის და არა-სიცოცხლის დაზღვევის, ასევე გადაზღვევის მიმართულებით.

მნიშვნელოვანია, რომ სამსახურის მიეცა შესაძლებლობა გაცნობოდა ევროპული ქვეყნის წამყვანი სადაზღვევო ჯგუფის მუშაობის მოდელს. პრეზენტაციის სახით ადგილზე მოხდა კომპანიის სადაზღვევო სტრატეგიის და ევროპული სადაზღვევო მიმართლებით ინოვაციების გაცნობა. სამუშაო ვიზიტი მეტად ნაყოფიერია,რაც არსებითად წაადგება ახლებური მიდგომების დანერგვის მიმართულებით გასაწევ სამუშაოებს.