სიახლეები

მთავარი > სიახლეები
09.06.2022

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დელეგაციის სტუმრობა სადაზღვევო კომპანიაში „MIC“

ესპანეთში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების TWINNING-ის პროექტით (,,Capacity Building of Insurance State Supervision Service of Georgia“), ესპანეთის სამეფოს ადმინისტრაციისა და საზოგადოებრივი პოლიტიკის საერთაშორისო და იბერიულ-ამერიკული ფონდის (FIIAPP) მოწვევით საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები, უფროსის, დავით ონოფრიშვილის ხელმძღვანელობით ესპანეთის სამეფოს ქალაქ სევილიაში ესტუმრნენ სადაზღვევო კომპანიასMIC“ .

სადაზღვევო კომპანიაMIC“ 2001 წელს, დაარსების დღიდან დაიწყო თავისი საქმიანობა ესპანეთში და შემდგომში მოიცვა ევროპის სხვადასხვა ქვეყანა. იგი ძირითად საქმიანობას ბროკერების და/ან ანდერაიტინგის სააგენტოების მეშვეობით ახორციელებს და მის საქმიანობის სფეროს სადაზღვევო მიმართლებით მოიცავს სამოქალაქო პასუხისმგებლობის, ფინანსური ვალდებულებების და მშენებლობის დაზღვევა. შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ბაზრის განვითარების კუთხით ახლებური ხედვებისთვის, რაც დადებითად წაადგება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზას.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კომპანიამ გამოხატა საქართველოში ინვესტირებისა და საქმიანობის განხორციელების ინტერესი. ქართულ დელეგაციას მასპნძლობა გაუწია სადაზღვევო კომპანიის და მორერა ვალეხოს ჯგუფის „MIC“  პრეზიდენტის მოადგილე როსიო მორერა მალდონადო.

პროექტი ხორციელდება ესპანეთის სამეფოს ეკონომიკურ საქმეთა და ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი „დაზღვევისა და საპენსიო ფონდების გენერალური დირექტორატის” მიერ.