სიახლეები

მთავარი > სიახლეები
20.05.2021

საქართველოს საერთაშორისო სადაზღვევო კონფერენცია იმართება

დღეს, 14:00 საათზე საერთაშორისო სადაზღვევო მედია კომპანიის (XPRIMM) ორგანიზებით,  საქართველოს საერთაშორისო სადაზღვევო კონფერენცია იმართება.

კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე, ღონისძიება ონლაინ რეჟიმში წარიმართება, მასზე დასწრება ყველა დარეგისტრირებულ პირს შეუძლია. კონფერენციაში მონაწილეობას იღებს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი და სამსახურის თანამშრომლები, ასევე  საერთაშორისო ექსპერტები და ადგილობრივი სადაზღვევო ბიზნესის წარმომადგენლები.

საქართველოს საერთაშორისო სადაზღვევო კონფერენცია სადაზღვევო ბაზრისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება და ბიზნესთან დაკავშირებული შეხედულებების გასაცვლელად, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის პლატფორმაა.
კონფერენციაზე განხილვის მთავარი თემა სადაზღვევო ინდუსტრიაზე პანდემიის გავლენა და მიმდინარე გამოწვევებია.  
კონფერენციის ონლაინ რეჟიმში ყურება შესაძლებელია ბმულზე: XPRIMM YouTube channel