სიახლეები

მთავარი > სიახლეები
05.10.2022

სამუშაო შეხვედრა ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან

2022 წლის 1 ნოემბრიდან არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებსა და სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებს - მათ შორის, ფინტექ კომპანიებს - ღია ბანკინგში ჩართვის შესაძლებლობა ექნებათ, რაც მათ საშუალებას მისცემ თავიანთ მომხმარებლებს ინოვაციური პროდუქტები და მომსახურება შესთავაზონ. სწორედ ამ მიზნით, ეროვნული ბანკის ინიციატივით, არასაბანკო ორგანიზაციებთან სამუშაო შეხვედრები იმართება.

ამ თემაზე, დღეს ეროვნული ბანკის წარმომადგენლები სადაზღვევო კომპანიებს, GITA • Tech Park - ის სტარტაპებს და ფინტექ კომპანიებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ისაუბრეს ღია ბანკინგში არასაბანკო ორგანიზაციების ჩართვასა და არსებულ შესაძლებლობებთან, ასევე - ღია ბანკინგის შემდგომ გაფართოებასა და ღია ფინანსების განვითარებასთან დაკავშირებით.