სიახლეები

მთავარი > სიახლეები
30.09.2022

შეხვედრა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში

პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან ეკა სეფაშვილთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას კონკურენციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები - თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან კალანდაძე და მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები დაესწრნენ. პარლამენტში ასევე იმყოფებოდნენ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის მოხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური გამათლების სამმართველოს უფროსი მარიამ კოშორიძე და  სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი ნინო ყიფიანი.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის სრულად ამოქმედების საკითხს, მიმდინარე აქტივობებსა და სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებს. როორც ეკა სეფაშვილმა შეხევდრაზე განაცხადა, კანონის პრაქტიკაში განხორციელება იქნება კიდევ ერთი რეალურად გადადგმული ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე, რომელიც საქართველოს ევროკავშირის სივრცეში ეკონომიკურ ინტეგრაციას დაეხმარება.