სიახლეები

მთავარი > სიახლეები
11.07.2022

შეხვედრა თანასწორობის უფლებასა და დისკრიმინაციის პრევენციის შესახებ

საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და სახალხო დამცველის აპარატის ერთობლივი ღონისძიება გაიმართა. შეხვედრაზე სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებმა თანასწორობის უფლებასა და დისკრიმინაციის პრევენციის შესახებ მიიღეს ინფორმაცია.  

ტრენინგის მონაწილეებმა იმსჯელეს დაზღვევის სფეროში დისკრიმინაციის შემთხვევებზე და მომსახურების, ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროებში უთანასწორო მოპყრობის მაგალითები განიხილეს.