სიახლეები

მთავარი > სიახლეები
05.10.2023

ცენტრალური, აღმოსავლეთ ევროპისა და ამიერკავკასიის რეგიონული კონფერენცია

საქართველოს დაზღვევის სახელწიფო ზედამხედველობის სამსახური, როგორც დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის (IAIS - International Association of Insurance Supervisors) წევრი, პირველად მასპინძლობს ასოციაციის ფარგლებში ცენტრალური, აღმოსავლეთ ევროპისა და ამიერკავკასიის (CEET - Central, Eastern Europe and Transcaucasia) რეგიონულ კონფერენციას, რომელიც იმართება . თბილისში, 5-6 ოქტომბერს. კონფერენცია გახნსა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის რეგიონული სემინარის საქართველოში გამართვის მნიშვნელობა, რაც მისი თქმით, იმის აღიარებაა, რომ ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო სადაზღვევო თანამეგობრობის აქტიური წევრია.

დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის ცენტრალური, აღმოსავლეთ ევროპისა და ამიერკავკასიის რეგიონულ კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედლველობის სამსახურის ხელმძღვანელმა. დავით ონოფრიშვილმა სადაზღვევო სფეროშო არსებულ გამოწვევებზე, მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მან ასევე, ყურადღება გაამახვილა დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედლველობის სამსახურის, როგორც ზედამხედველი ორგანოს მნიშვნელობასა და მის ფუნქცია-მოვალეობებზე. 

დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაცია (IAIS) წარმოადგენს დაზღვევის საზედამხედველო სტანდარტების დამდგენ ორგანოს, რომელშიც გაწევრიანებულია 158 ქვეყნის დაზღვევის ზედამხედველი და რეგულატორი და რომლის სტანდარტებთან ეტაპობრივად შესაბამისობაში უნდა მოვიდეს საქართველოს სადაზღვევო სისტემა და კანონმდებლობა, რაც მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს 20 ქვეყნის 37 წარმომადგენელი, მათ  შორის: ცენტრალური, აღმოსავლეთ ევროპისა და ამიერკავკასიის რეგიონის 10 ქვეყნის დაზღვევის საზედამხედველო უწყების წარმომადგენელი (ალბანეთის, სომხეთის, ბულგარეთის, პოლონეთის, სლოვაკეთის, სლოვენიის, აზერბაიჯანის რესპუბლიკები, უკრაინა და მონტენეგრო); ასოციაციის წევრობის ფარგლებში, რეგიონის მიღმა, 7 ქვეყნის დაზღვევის საზედამხედველო უწყებების წარმომადგენელი (დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო, ესპანეთის სამეფო, იორდანიის ჰაშემიტური სამეფო, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, მალაიზია და ტაილანდის სამეფო); ასევე ინდუსტრიისა და სამეცნიერო-აკადემიური წრეების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები და მოწვეული სტუმრები (ავსტრიის რესპუბლიკა, ბელგიის სამეფო, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა, სერბეთის რესპუბლიკა, ბოსნია-ჰერცეგოვინის ფედერაცია).

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ესწრება დაზღვევის ზედამხედველი უწყების ხელმძღვანელი 7 პირი და დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის წამომადგენელი. კონფერენციის მთავარი მიზანია, რეგიონის წევრებს და მონაწილე ქვეყნებს შორის მდგრადი განვითარების, გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG - Environmental, social, and governance) საკითხებისა და მასთან დაკავშირებული რეგულაციების მიმოხილვა; განხილული იქნება ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ისეთ მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა გადახდისუნარიანობა 2- სტანდარტის (SOLVENCY II) დანერგვის თავისებურებები; ასევე სექტორში დიგიტალიზაციისა და კიბერუსაფრთხოების საკითხები; დაზღვევის დისტრიბუციასთან დაკავშირებული ევროდირექტივის (IDD Directive) და მისი დანერგვის სტრატეგიის განხილვა და სხვა პრიორიტეტები რეგიონულ ჭრილში.

რეგიონული კომიტეტის ფარგლებში ჩატარებული ყოველწლიური შეხვედრები, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებად ითვლება და მიზნად ისახავს რეგიონულ ფარგლებში არსებული მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა-გაზიარებას მის წევრებს შორის.