სიახლეები

მთავარი > სიახლეები
22.03.2022

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურსა და კიბერუსაფრთხოების ეროვნულ ასოციაციას (NCSA) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია, ორგანიზაციებს შორის დამყარდეს მჭიდრო, ხანგრძლივი, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით დაფუძნებული პარტნიორული ურთიერთობა.

მემორანდუმი ითვალისწინებს კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას და ინფორმაციული საზოგადოების კიბერ კულტურის ჩამოყალიბების ხელშეწყობას, კიბერ საფრთხეებისა და ინციდენტების მიმართ ინფორმაციული საზოგადოების მდგრადობის ამაღლების ხელშეწყობას, ასევე, კიბერუსაფრთხოების საკითხებზე ინფორმაციული შეხვედრების, სწავლებისა და ტრენინგების ერთობლივ ორგანიზებას.

მხარეთა თანამშრომლობა ასევე გამოიხატება კიბერუსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული ერთობლივი კვლევების განხორციელებაში. თავის მხრივ, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური „NCSA“-ს უცხადებს მხარდაჭერას კიბერუსაფრთხოების საკომუნიკაციო სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში.