მთავარი > რა არის საჯარო ინფორმაცია?
რა არის საჯარო ინფორმაცია?

საჯარო ინფორმაცია საჯარო დაწესებულებაში დაცული, ოფიციალური დოკუმენტია –  ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიოჩანაწერები, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია და საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია,  თუ ის არ მიეკუთვნება საიდუმლო ინფორმაციათა სახეს.

იმისათვის რომ დადგინდეს  ინფორმაცია საჯაროა თუ არა, უნდა გამოირიცხოს მისი კუთვნილება გასაიდუმლოებული ინფორმაციის ანუ პერსონალურ მონაცემთა, სახელმწიფო ან კომერციული საიდუმლოების  კატეგორიისადმი.