გიორგი თაბუაშვილი
დაბადების თარიღი: 1973 წლის
11 ნოემბერი
სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე
გიორგი თაბუაშვილი
განათლება:
2009-2010 წწ. - ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი (George Washington University), აშშ. ბიზნესის სკოლა, მაგისტრის სერთიფიკატი პროექტის მართვაში.
2000-2002 წწ. - ილინოისის უნივერსიტეტი (University of Illinois at Urbana-Champaigne), აშშ. ეკონომიკის ფაკულტეტი. სპეციალიზაცია - სახელმწიფო ფინანსები; ეკონომიკური განვითარება. მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი.
1991-1996 წწ. - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკის ფაკულტეტი. სპეციალიზაცია - მაკროეკონომიკა. ეკონომისტის დიპლომი.
1993-1996 წწ. - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი. დიპლომი სამართალმცოდნეობაში.
სამუშაო გამოცდილება:
2022 წლის 29 დეკემბრიდან - სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე.
2019 წ. - ა(ა)იპ ბუღალტრული რეფორმის ბენეფიციართა ფონდი, გამგეობის თავმჯდომარე.
2019-2020 წწ. - აუდიტორული კომპანია RSM საქართველოს საგადასახადო მიმართულების პარტნიორი.
2014-2018 წწ. - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახური, უფროსი.
2012-2018 წწ. - საქართველოს ფინანსთა მინისტრო, მინისტრის პირველი მოადგილე.
2012 წ. - ფარმაცევტული კომპანია „ფაიზერის“ წარმომადგენლობა, ფინანსური მენეჯერი.
2009-2012 წწ. - შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზა“ (ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი), ფინანსური მენეჯერი.
2009-2010 წწ. - ევროკავშირის პროექტის - „სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმის მონიტორინგი“, მთავარი ეკონომისტი.
2009 წ. - მსოფლიო ბანკის „სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმის მხარდაჭერის პროექტი“, ხაზინის ექსპერტი.
2008-2012 წწ. - პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფი „ PMCG “, აღმასრულებელი დირექტორი.
2007-2008 წწ. - შპს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია, ფინანსური დირექტორი.
2004-2007 წწ. - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური, უფროსი.
2004 წ. - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, მინისტრის მოადგილე.
2002-2004 წწ. - საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ეკონომისტი.
1999-2000 წწ. - საქართველოს პარლამენტი, გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტი, აპარატის უფროსი.
1998-1999 წწ. - „USAID /KPMG/Barents Group LLC “ ფისკალური რეფორმების პროექტი, ფისკალური ანალიტიკოსი.
1997-1998 წწ. - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, მინისტრის თანაშემწე.
1996-1997 წწ. - საქართველოს პარლამენტი, პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში.
ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.