რა უნდა ვიცოდეთ დაზღვევის შეძენისას

მთავარი > რა უნდა ვიცოდეთ დაზღვევის შეძენისას
რა უნდა ვიცოდეთ დაზღვევის შეძენისას

თანამედროვე ეპოქაში, თითქმის ყველა რისკისაგან დაზღვევა შესაძლებელია. თქვენთვის საჭირო დაზღვევის პროდუქტის შერჩევისათვის უნდა იცოდეთ, რისი დაზღვევა გსურთ, რა რისკის დადგომის ალბათობა არსებობს და გჭირდებათ თუ არა შესაძლო ფინანსური ზიანის მზღვეველთან გაზიარება.

დაზღვევის შეძენა შესაძლებელია სადაზღვევო ორგანიზაციაში, მზღვეველის აგენტთან ან სადაზღვევო ბროკერთან, როგორც უშუალოდ, ასევე, დისტანციურად. 

მნიშვნელოვანია, მიაწოდოთ მზღვეველს სრული ინფორმაცია და ყველა ცნობილი გარემოება, რომელმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს დაზღვევაზე.

სადაზღვევო პირობები მოიცავს დაზღვეულ რისკებს და ასევე, იმ გარემოებებს, რომლის დროსაც მზღვეველი თავისუფლდება ანაზღაურების ვალდებულებისაგან. სწორი მოლოდინის შესაქმნელად, მნიშვნელოვანია იცოდეთ ყველა დაზღვეული რისკი და საგამონაკლისო პირობა.

ასევე, მიაქციეთ ყურადღება ფრანშიზის პირობას და ოდენობას და გაითვალისწინეთ, რომ  ფრანშიზის პირობა და ოდენობა გავლენას ახდენს სადაზღვევო პრემიის ოდენობაზე.

გაითვალისწინეთ, მიუხედავად იმისა, როდის დაიდო დაზღვევის ხელშეკრულება,  მზღვეველი თავისუფლდება სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის ვალდებულებისაგან, თუ არ არის გადახდილი სადაზღვევო პრემია სრულად ან მისი პირველი ნაწილი.