1997 წლის 2 მაისს პირველად ხელი მოეწერა დაზღვევის შესახებ კანონს, ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინიციატივით, სადაზღვევო სექტორის უშუალო ჩართულობითა და საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის მხარდაჭერით, დაზღვევის დღე საქართველოში 2022 წლის 2 მაისს პირველად აღინიშნა.

საქართველოში დაზღვევის დღისადმი მიძღვნილი კამპანიის ფარგლებში, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ (შემდგომში - „დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“) და ფინანსური განათლების პორტალის www.finedu.gov.ge (შემდგომში - „ფინედუ“) ინიციატივით, საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის მხარდაჭერით, ასევე, სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლების ჩართულობითა და ფინანსური კონტრიბუციით 2022 წლიდან 2 მაისს აღინიშნება დაზღვევის დღე საქართველოში.

შეხვედრის მიზანს მზღვეველთათვის კიბერუსაფრთხოების სფეროში არსებული ახალი საფრთხეების, შესაძლებლობებისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მსოფლიო ბანკის „ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების პროექტის“ ფარგლებში, მსოფლიო ბანკის ექსპერტების მიერ მომზადდა რეკომენდაციები ანგარიშის სახით.

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს შეხვდა.

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურსა და კიბერუსაფრთხოების ეროვნულ ასოციაციას (NCSA) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.